კეთილი იყოს თვენი მობრძანება იაკობსის® ვებ-გვერდზე („ვებ-გვერდი“). ეს გვერდი თქვენთვის მოამზადა „იაკობს დაუ ეგბერტს საქართველომ. („JACOBS DOUWE EGBERTS“), რომლის მთავარი ოფისიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე თ. აბულაძის ქუჩა #21, თბილისი, საქართველო.
გამოყენება
გამოყენების ეს წესები და პირობები („ გამოყენების პირობები „) შეესაბამება როგორც ვებ-გვერდზე ყველა შემოსვლას და მის გამოყენებას, ასევე ნებისმიერ ინფორმაციას, რეკომენდაციას და/ან მომსახურებას, რომელსაც თქვენ იღებთ ჩვენს გვერდზე ან მისი საშუალებით („ ინფორმაცია „). ამ ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით გამოყენების პირობებს. გაითვალისწინეთ, რომ გამოყენების პირობები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს ან შესაძლებელია პირობებში შესწორება შეიტანოს JACOBS DOUWE EGBERTS-მა. გამოყენების შეცვლილი ან შესწორებული პირობები ძალაში შედის მათი ამ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე.
ინფორმაცია და ვალდებულება
ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო მიზნებისთვის. JACOBS DOUWE EGBERTS პასუხს არ აგებს ვებ-გვერდის გამოყენებით (ან ვერ გამოყენებით) გამოწვეულ ზიანზე, მათ შორის იმ ზიანზე, რომელიც გამოწვეულია ვირუსებით ან არასრულყოფილი ან მცდარი ინფორმაციით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც ზიანი განპირობებელია JACOBS DOUWE EGBERTS-ის ან მისი თანამშრომლების თვითნებური შეცდომით ან უხეში დაუდევრობით. JACOBS DOUWE EGBERTS-ი პასუხს არ აგებს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოწვეულ ზიანზე, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: ელექტრონული კომუნიკაციების გაუმართაობით ან შეფერხებით გამოწვეული ზიანი, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით მანიპულირება ან მათ მუშაობაში ჩარევა მესამე მხარის მიერ ან იმ კომპიუტერული პროგრამების მიერ, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული კომუნიკაციისთვის და ვირუსების გადაცემა.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ამ ვებ-გვერდის ან მასზე შესვლის შედეგად მიღებული ან შეგროვილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ იაკობსის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. გამოყენების წესები ექვემდებარება ამ ვებ-გვერდზე განთავსებულ იაკობსის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
სასარგებლო ბმულები
ამ ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია სხვა/გარე ვებ-გვერდების ბმულები. JACOBS DOUWE EGBERTS პასუხს არ აგებს იმ ინტერნეტ გვერდების გამოყენებასა და მათ შინაარსზე, რომლებიც დაკავშირებულია ან მითითებულია ამ ვებ-გვერდზე. იაკობსის კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება მსგავსი გარე საიტების მიერ ან მათი საშუალებით თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე.
ინტელექტუალური საკუთრება
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ყველა უფლება ამ ვებ-გვერდზე და მასზე განთავსებულ ინფორმაციაზე, მათ შორის საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ეკუთვნის JACOBS DOUWE EGBERTS-ს. მომხმარებლებს უფლება აქვთ გაეცნონ ვებ-გვერდს და მასზე განთავსებულ ინფორმაციას, პირადი გამოყენების მიზნით გააკეთონ ასლი, მაგალითად დაბეჭდონ ან შეინახონ ინფორმაცია. ვებ-გვერდის ან ინფორმაციის სხვაგვარი გამოყენება, მაგალითად შენახვა ან სხვა გარე ინტერნეტ ვებ-გვერდზე რეპროდუქცია (ნაწილობრივი) ან ბმულების ან ჰიპერტექსტის ბმულების შექმნა, მათი დაკავშირება ვებ-გვერდთან და ნებისმიერ სხვა ინტერნეტ გვერდთან, ასევე ნებისმიერი სხვა მიზნით გამოყენება საჭიროებს JACOBS DOUWE EGBERTS-ის წინასწარ წერილობით თანხმობას.
„იაკობს დაუ ეგბერტს საქართველო ®", და ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, რომელიც გამოსახულია ამ ვებ-გვერდზე წარმოადგენს KONINKLIJKE DOUWE EGBERTS B.V. ("KDE"), JACOBS DOUWE EGBERTSB.V. ან მათი შვილობილი და/ან დაქვემდებარებული კომპანიის მიერ რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს.
საკუთარი ინიციატივა
თუ თქვენ, საკუთარი ინიციატივით საიტზე განათავსებთ ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით JACOBS DOUWE EGBERTS გაუგზავნით იდეას და/ან მასალას, იქნება ეს ტექსტი, ფოტოები, აუდიო, პროგრამა, ინფორმაცია ან სხვაგვარი მასალა („ მასალები „) მაშინ, JACOBS DOUWE EGBERTS-ს იტოვებს უფლებას გააკეთოს ასლი და/ან სრულად და უსასყიდლოდ გამოიყენოს მსგავსი მასალა კომერციული მიზნებისთვის. მსგავს შემთხვევებსა და მასალებთან მიმართებაში, JACOBS DOUWE EGBERTS-სი არ არის ვალდებული დაიცვას მასალების კონფიდენციალურობა. თქვენ აქვე ათავისუფლებთ და იცავთ JACOBS DOUWE EGBERTS-ს ნებისმიერი ქმედებისგან, საჩივრის და პასუხისმგებლობისგან, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას JACOBS DOUWE EGBERTS-ის მიერ იმ მასალის (ინტელექტუალური საკუთრების) გამოყენებით და/ან დამუშავებით, რომელიც საფრთხეს უქმნის მესამე მხარის უფლებებს ან ნებისმიერი სხვა სახით უკანონოა მესამე მხარესთან მიმართებაში.
შესაბამისი კანონი და მართლმსაჯულება
წინამდებარე გამოყენების პირობები რეგულირდება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით. კანონების მოქმედებასთან და არსებობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გაურკვევლობა განხილული იქნება საქართველოს სასამართლო ინსტანციის მიერ, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული შესაბამისი ნორმატიული აქტებში.
უახლესი ვერსია: 2016 წლის 14 ივნისი