იცოდით, რომ?

 

იცოდით, რომ ყავა ხეზე იზრდება? ყველაფერი იწყება მარადმწვანე ყავის ხითა და წითელი მარცვლებით მის ტოტებზე. ყავა 70-ზე მეტ ქვეყანაში მოყავთ, როგორც ტროპიკულ, ასევე სუბტროპიკულ რეგიონებში

 

 

Coffee climate GOLD RGB 500px

ყავის ხეს თბილი და ნოტიო კლიმატი უყვარს. საუკეთესოდ ხარობს 17-23°C ტემპერატურაზე, უხვი წვიმის პირობებში და ნაყოფიერ ნიადაგზე.

Abundant varieties GOLD RGB 500px

ყავის 60 ზე მეტი სახეობა არსებობს. მათ შორის "არაბიკა" და "რობუსტა" არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული. "არაბიკა" გამოირჩევა თავისი დახვეწილი სიტკბოთი, "რობუსტა" კი ოდნავ უფრო მომწარო გემოთი.

Coffee blossoms GOLD RGB 500px

ყავის ყვავილობა ჟასმინის ყვავილს მოგაგონებთ, მსგავსი სურნელითა და თეთრი ფერით

შექმნილი ოსტატობით

ოდესმე თუ გიფიქრიათ როგორ გარდავქმნით ყავის მარცვალს გემრიელ ყავად? მოსავლის აღების შემდეგ, მარცვლებს საგულდაგულოდ ვრეცხავთ, ვაშრობთ, ვახარისხებთ და ვურევთ ერთმანეთში. ასე ვაერთიანებთ თითოეული ჯიშის ინდივიდუალურ ხასიათს.

jacobs desktop wide masterfully made2x

სიყვარულით მოხალული მარცვლები

 

 

მარცვლების შერევის შემდგომ, ჩვენ მათ ვხალავთ, რა დროსაც გამოიყოფა არომატული ზეთები და მასში შემავალი სხვადასხვა ნოტები.

Roast time GOLD RGB 500px

მოხალვას საშუალოდ 12 წუთი სჭირდება.

Temperature aroma GOLD RGB 500px

მოხალვის დროს მარცვლები აღწევენ 200° C-დან 250° C-მდე ტემპერატურას, რაც აძლიერებს იაკობსის არომატებს.

Weight GOLD RGB 500px

იცოდით, რომ მოუხალავი მარცვლები უფრო მეტს იწონის, ვიდრე მოხალული? ამის მიზეზი ისაა, რომ მარცვლებში შემავალი ტენი ორთქლდება.